კომპანიის შესახებ

გინეკოლოგიური კლინიკა "გინამედი" 14 წლისაა! მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავთ მეან–გინეკოლოგი, ბატონი   არჩილ თედელური. კლინიკის ძირითადი პროფილია  ამბულატორიული მეან–გინეკოლოგია. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას. კლინიკა აღჭურვილია თანამედრო აპარატურითა  და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური  სამედიცინო პერსონალით.  წლების განმავლობაში ასეულობით პაციენტმა ჩაიტარა ჩვენთან გამოკვლევები და მკურნალობა. გვაქვს საუკეთესო შედეგები  სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიებისა და  მათ შორის უშვილობის მკურნალობაში. გვყავს მრავალი მადლიერი პაციენტი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. კლინიკაში   განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ორსულების მეთვალყურეობას. ორსულობის განმავლობაში  მათ პერიოდულად უტარდებათ როგორც  კლინიკო–ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტული  კვლევები, კერძოდ  ულტრაბგერითი კვლევა  ფერადი და ენერგეტიკული დოპლეროგრაფიით.  ბატონი  არჩილის უშუალო მეთვალყურეობით  ასობით ორსულს ჩაუტარდა  სამეანო ულტრაბგერითი კვლევა  აბსოლუტური სიზუსტით,  რომლებმაც  დროულად იმშობიარეს  და  ჯანმრთელი ახალშობილები  მოავლინეს ქვეყანას.

მრავალწლიანი გამოცდილება და რთული შემთხვევების პროფესიონალურ დონეზე მართვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია!                                                                             "გინამედი" არის კლინიკა, სადაც ნამდვილად ზრუნავენ თქვენზე !

 

კლინიკის ხელმძღვანელი: ბატონი  არჩილ თედელური

 

ექიმები:

მეან–გინეკოლოგი –  ეკატერინე ლომიძე

მეან–გინეკოლოგი – სოფიო ბოჯგუა

მეან–გინეკოლოგი – ეკატერინე ჭუბაბრია

ენდოკრინოლოგი – მანანა სვანიძე 

ნეფროლოგი – რევაზ ინანიშვილი

თერაპევტი – ქეთევან ლობჟანიძე